ჩემს შესახებ

ადვოკატი ანნა ლორქიფანიძე

Ia Anna Lortkipanidze

მადლობას გიხდით ჩვენი ინტერნეტ გვერდის სტუმრობისთვის! მე ვარ ანნა ლორთქიფანიძე, დავიბადე საქართველოში. ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სადიპლომო დავიცავი თეატრისა და ხელოვნების ისტორიის სპეციალობით. კულტურითა და ისტორიით დღემდე ვარ დაინტერესებული.

ვფლობ გერმანულ, ქართულ და რუსულ ენებს.

გერმანიაში იურისპრუდენციას ვსწავლობდი კიოლნის უნივერსიტეტში და ჰენრიხ ჰეინის სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტში. სწავლა დიუსელდორფში პირველი სახელმწიფო გამოცდის (Staatsexamen) წარმატებით ჩაბარებით დავასრულე, რის შემდეგაც გავიარე მოსამზადებელი იურიდიული პრაქტიკა დიუსელდორფის უმაღლეს სასამართლოში და მეორე სახელმწიფო გამოცდა ჩავაბარე.

უცხო ენებში ჩემი შესაძლებლობებისა და საერთაშორისო კავშირების მიმართ დიდ ინტერესის დამსახურებით მოვხვდი რუსეთში, სადაც ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროს პეტერბურგის გერმანიის საელჩოში. ამის შემდეგ მუშაობა გავაგრძელე მსხვილ საერთაშორისო იურიდიულ კომპანიაში, „Russian Desk”-ის განყოფილებაში.

საჭირო სამუშაო სტაჟის მიღების შემდეგ დიუსელდორფის საადვოკატო პალატის გადაწყვეტილებით მომენიჭა ადვოკატის სტატუსი.

ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მქონდეს შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად ვიმუშაო ჩემი კლიენტების საქმეებზე. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბე საკუთარი საადვოკატო ფირმა და მოხარული ვარ, რომ დღეს უკვე შემიძლია ვიმუშაო თქვენთვის.