ადმინისტრაციული სამართალი, პირველ რიგში, არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის. იგი მოიცავს მთელ ადმინისტრაციულ საქმიანობას ერთობლიობაში, რომლის რეგულირება ხდება კანონების, დადგენილებების და ნორმების საშუალებით.
ადმინისტრაციული სამართალი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- მიგრაციული სამართალი (ვიზების საკითხები) ბინადრობის მოწმობის მიღება.
- სამშენებლო სამართალი (სამშენებლო კოდექსი - BauGB, სამშენებლო წესდება - BauO)
- ადმინისტრაციული სამართლის დოკუმენტები (ადმინისტრაციული აქტები, შეტყობინებები ხარჯების შესახებ, აღმასრულებითი ფურცლები)
- ეკოლოგიური სამართალი (გარემოს დაცვა, ნარჩენების უტილიზაცია, ნიადაგების დაცვა დაბინძურებისგან
- სამრეწველო სამართალი
- სასკოლო სამართალი