სამოქალაქო სამართალი

სამოქალაქო სამართალი - სამართლის სფეროა, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მოქალაქეებსა და მათ მიერ ჩამოყალიბებულ იურიდიულ პირებს შორის, რომელიც მხარეთა იურიდიულ თანასწორობაზეა დაფუძნებული. სამოქალაქო სამართლის იურისდიქციაში ხვდება შეთანხმების საფუძველზე დამყარებული ყველა ურთიერთობა. მაგალითისთვის: სავაჭრო, სამსახურებრივი, უძრავი ქონების არენდის შეთანხმებები და სხვა. სახელშეკრულებო სამართალი შეიცავს :

  • ხელშეკრულების გაფორმება


  • მომხმარებლის უფლებების დაცვა, ხელშეკრულების გაფორმების საერთო პირობების შემოწმება (AGB’s)


  • ხელშეკრულების მოქმედებისა და მისი სამართლებრივი შედეგების შეწყვეტა ან შეცვლა


  • ხელშეკრულების გაუქმება


  • ზარალის ანაზღაურების უფლება


  • ვალდებულებათა შესრულება, იძულებითი გადახდევინების ჩათვლით


გარდა აღნიშნულისა, სამოქალაქო სამართალი არეგულირებს მესამე პირთა მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის შედეგად ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგალითისთვის (ავტოსაგზაო შემთხვევა, ან სხეულზე მიყენებული ჭრილობები); უკანონოდ მითვისებული ფულადი სახსრების შესახებ საქმეებს, მაგალითისთვის (რეგრესიული საჩივარი), აგრეთვე ქმედებების არჩადენის მოთხოვნასა და მოთხოვნის აღმოფხვრას.