ჩვენი მომსახურეობის ჰონორარი განისაზღვრება ადვოკატების შესახებ გერმანული კანონის შესაბამისად. (RVG) არასასამართლო საქმიანობა, შეთანხმების შესაბამისად ხორციელდება საათობრივი ანაზღაურებით, ან ხელშეკრულებით დადგენილი საერთო ჰონორარის შესაბამისად. პირველადი კონსულტაციის ჰონორარის ოდენობა განისაზღვრება საქმის სირთულისა და აუცილებელი ხარჯების მიხედვით. მაქსიმალური პირველადი ჰონორარი დღგ-ს გარეშე შეადგენს 190 ევროს.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ სასამართლო ხარჯების დაზღვევა გაგაჩნიათ, ჩვენ სადაზღვეო კომპანიისგან აღნიშნული ხარჯების ანაზღაურების საგარანტიო წერილს გამოვითხოვთ. აღნიშნულ შემთხვევაში გადახდა შესაძლოა განხორციელდეს უშუალოდ სადაზღვეო კომპანიის მიერ.
ცალკეულ შემთხვევებში, ჩვენ შემგვიძლია გადავამოწმოთ გაქვთ თუ არა სასამართლო ხარჯების ანაზღაურების უფლება. შესაბამისი უფლება გადმოგეცემათ მარტო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაჭირვებული ხართ და სასამართლო აღნიშნულ საქმეს პერსპექტიულად ჩათვლის.