სისხლის სამართალი იცავს ისეთ სამართლებრივ ფასეულობებს, როგორიცაა: სიცოცხლე, საკუთრება, ქონება, სახელმწიფო უსაფრთხოება და აშ. საზოგადოებრივად საშიში ქმედებები კანონმდებლობით აკრძალულია და მათი დაშვების შემთხვევაში, სასჯელი მოსდევს თავისუფლების აღკვეთის ან დაჯარიმების სახით. სასამართლოში ბრალდებულის დაცვის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატს. ეს აუცილებელია დაცვის წარმატებული ტაქტიკის შერჩევის თვალსაზრისით. ჩვენი იურიდიული ფირმა გთავაზობთ თქვენი საქმის ინდივიდუალურ და წარმატებულ შედეგზე გამიზნულ დაცვას სისხლის სამართლის საქმეებში. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვეხმარებით შემდეგი საკითხების გადაწყვეტაში :
- დაცვა გამოძიების სტადიაზე, სისხლის სამართლის დევნის ვადამდელი შეწყვეტის მიზნით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის 153-ე, 153ა, 154-ე, 170-ე პ2 თანახმად.
- დაპატიმრებაში ყოფნის დასაბუთების შემოწმება, შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, პატიმრობაში აყვანილი ან საგამოძიებო იზოლატორში მყოფი პირის ინტერესების დაცვა.
- კონსულტაციები ბრალდებულის დაკითხვების, ჩხრეკების, დაქტილოსკოპიის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
- მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მართვის უფლების ჩამორთმევა.
- განაჩენის გამოტანა
- დაცვა სასამართლოში საქმის განხილვის/მოსმენის სტადიაზე
- დამატებითი სარჩელი, დაზარალებულის ქონებრივი პრეტენზიების განხილვა სისხლის სამართლის საქმის გარჩევის დროს.